მთავარი

ჩვენ შესახებ

RoutePlanner-ის შესახებ

ქართული კომპანია, რომელიც მოგზაურებს აკავშირებს მათთან, ვინც ამ გზებს ყველაზე კარგად იცნობს.

RoutePlanner არის ქართული პლატფორმა, სადაც შეგიძლია აირჩიო მძღოლი, დაგეგმო მგზავრობა და კომფორტულად აღმოაჩინო საქართველო.

ჩვენი მიზანია, საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს შევთავაზოთ მაღალი სტანდარტის მომსახურება — სანდო მძღოლებით, კომფორტული ავტომობილებითა და მარშრუტებით, რომლებიც ქვეყნის უკეთ აღმოჩენაში დაეხმარებათ.

ამავე დროს, გვინდა ქართველებსაც უფრო მეტად გავაცნოთ საკუთარი ქვეყანა — საინტერესო ადგილები, ნაკლებად ცნობილი მიმართულებები და მარშრუტები, რომლებიც ხშირად ყოველდღიური ყურადღების მიღმა რჩება.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს აღმოჩენა თავად მოგზაურობიდან იწყება — გზიდან, ადამიანებიდან და ადგილებიდან, რომლებიც გინდება, კიდევ ერთხელ ნახო.

რას ვაკეთებთ

  • აეროპორტის ტრანსფერი
  • საქალაქთაშორისო მგზავრობა
  • ერთდღიანი და მრავალდღიანი ტური
  • შენზე მორგებული მარშრუტი
  • საქმიანი მგზავრობა
  • სასკოლო ტრანსპორტი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მგზავრმა წინასწარ იცოდეს, ვინ ემსახურება, რომელი ავტომობილით, რა მარშრუტით და რა ფასად.

ამიტომ დაჯავშნამდე ხედავ მძღოლის სახელს, ავტომობილს, ენების ცოდნას, შეფასებებსა და მგზავრობის ფასს.

ჩვენი მიზანი

ჩვენ გვინდა, RoutePlanner გახდეს გზა, რომლითაც სტუმრები საქართველოს უფრო ახლოდან გაიცნობენ, ხოლო ადგილობრივები საკუთარ ქვეყანას თავიდან აღმოაჩენენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია

  • საქართველოს პოპულარიზაცია

    გვინდა, მეტი ადამიანი დაინტერესდეს არა მხოლოდ ყველაზე ცნობილი მიმართულებებით, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონით, კულტურით, ბუნებითა და ადგილობრივი ყოფით.

  • მაღალი ხარისხის მომსახურება

    ჩვენი მიზანია, მგზავრობა იყოს ორგანიზებული, კომფორტული და წინასწარ გასაგები — პირველი დაჯავშნიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე.

  • ადგილობრივი გამოცდილება

    ადგილობრივმა მძღოლებმა ყველაზე კარგად იციან საქართველოს გზები, რეგიონები და მარშრუტები. RoutePlanner-ით ეს ცოდნა შენი მგზავრობის ნაწილი ხდება.

  • მოგზაურობის თავისუფლება

    ყველა მგზავრობა ერთნაირი არ არის. შეგიძლია აირჩიო მძღოლი, დაგეგმო გაჩერებები და მოირგო მარშრუტი შენს გეგმებზე.

მძღოლები, რომლებსაც წინასწარ იცნობ

RoutePlanner-ზე მძღოლი შემთხვევით არ გხვდება.

დაჯავშნამდე შეგიძლია ნახო მისი პროფილი, ავტომობილი, ენების ცოდნა, შეფასებები და მგზავრობის ფასი — შემდეგ კი თავად აირჩიო, ვისთან ერთად გინდა მგზავრობა.

მძღოლის პროფილის გამოქვეყნებამდე ვამოწმებთ მის პირადობას, მართვის მოწმობას და ავტომობილის რეგისტრაციას.

რატომ RoutePlanner

  • წინასწარ ცნობილი ფასი

    მგზავრობის ფასს დაჯავშნამდე ხედავ.

  • მძღოლს თავად ირჩევ

    წინასწარ იცი, ვინ მიგიყვანს და რომელი ავტომობილით.

  • მოქნილი მარშრუტი

    შეგიძლია დაგეგმო გაჩერებები და მგზავრობა შენს გეგმებზე მოარგო.

  • ვერიფიცირებული მძღოლები

    მძღოლისა და ავტომობილის საჭირო დოკუმენტები პროფილის გამოქვეყნებამდე მოწმდება.

  • ადგილობრივი ცოდნა

    იმოგზაურე ადამიანებთან, რომლებიც საქართველოს გზებსა და რეგიონებს კარგად იცნობენ.

გეგმავ მოგზაურობას?

მიუთითე სად და როდის — და ნახე მძღოლები და მათი ფიქსირებული ფასები.

მძღოლები და ფასები

ატარე მოგზაურები მთელი მსოფლიოდან შენთვის ნაცნობ გზებზე და თავად აირჩიე, როდის იმუშავებ. მგზავრებს ჩვენ ვპოულობთ, ჯავშნებსაც ჩვენ ვმართავთ და ზარებსაც ჩვენ ვპასუხობთ, თუ გეგმა შეიცვალა.

გახდი მძღოლი

გაზომვისა და რეკლამის ქუქი-ფაილებს მხოლოდ შენი თანხმობით ვიყენებთ. აუცილებლები ყოველთვის ჩართულია. დეტალები

ანალიტიკა გვაჩვენებს, რომელი გვერდები ეხმარება მოგზაურებს გზის დაგეგმვაში, სარეკლამო ქუქი-ფაილები კი — რომელი რეკლამით მოდიან ჩვენთან ადამიანები, რათა ნაკლები დავხარჯოთ იმ რეკლამაზე, რომელიც არ მუშაობს. პასუხის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლია ქუქი-ფაილების გვერდზე.